Friday, November 9, 2018

პროექტი

1. პროექტის სახელწოდება:
  მათემატიკა ყოფა- ცხოვრებაში "მოსახლეობის აღწერა"
2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:
    მოსწავლეთათვის  გამოთვლების მნიშვნელობის გააზრება. მარტივი მათემატიკური გამოთვლების  ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოყენება.
  ტექნიკის ათვისება და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.
3. პროექტის აქტუალობა:
    აუცილებელია მოსწავლეებმა გაითავისონ, რომ მათემატიკა  არა ცალკე განყენებული ციფრების უაზრო კორიანტელია, არამედ  მჭიდროდ  არის დაკავშირებული ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
   მნიშვნელოვანია მონაცემთა  ცხრილების და დიაგრამების  აგებისათვის  კომპიუტერის გამოყენება
4. პროექტის მიზნები :
   დამოუკიდებელი მუშაობისა  და  კვლევა-ძიების უნარის განვითარება.
მარტივი მათემატიკური გამოთვლების ტექნიკის დაუფლება, ინფორმაციის დახარისხებას  და გამოსახვას ცხრილებისა და დიაგრამების სახით საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
   ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებისა და  ურთიერთთანამშრომლობის  უნარის გამომუშავება.
5. მონაწილეთა ნომერი:
    14-16  წელი         /15 მოსწავლე/        XI-XII კლასი.
6. ვადები|ხანგრძლივობა:
    ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
    სასწავლო პროექტის წარმოდგენა
 ფონურ  ცოდნაზე დაყრდნობით  შეგროვილი მონაცემების წარმოდგენა  ცხრილებისა და დიაგრამების სახით.  ამ მონაცემების  რიცხვითი მახასიათებლების მოძებნა კომპიუტერის გამოყენებით.
   შეუძლიათ  პრობლემისა და მისი მიზეზების ღრმად  გააზრება
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები :
   სახელმძღვანელო,  რვეული,მარკერები, სახაზავი,  კომპიუტერი, პროექტორი.
9. პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები) :
  აქტივობა  1 .    ჯგუფებად დაყოფა. პროექტის განხორციელების  გეგმის შექმნა.
  აქტივობა  2.  ჯგუფის ლიდერისგან ინფორმაციის მოსმენა და მონაცემების დაფიქსირება კომპიუტერში.
  აქტივობა  3.     მოსწავლეები  აწარმოებენ  კომპიუტერში საბოლოო აღრიცხვას,ცხრილებისა და დიაგრამების აგებას. 
 აქტვობა 4.   დავალება  ჯგუფებისათვის
 დიაგრამების მიხედვით გამოთვალონ :  რა ასაკის  ადამიანებია  ყველაზე მეტი და რამდენით.
  მთელი მოსახელობის რამდენ პროცენტს შეადგენს ქალები? რამდენ პროცენტს- მამაკაცები?
  რას უდრის მონაცემთა მოდა, მედიანა, დიაპაზონი, საშუალო კვადრატული გადახრა.
  აქტივობა 5.  პრეზენტაცია - ჯგუფების მიერ   საბოლოო ნამუშევარის  წარდგენა   XI-XII   კლასის წინაშე  და ერთმანეთისთვის შთაბეჭდილებების  გაზიარება. 
  აქტივობა 6 პროექტზე მუშაობის სარგებლიანობის გაცნობიერება,  პროექტზე მუშაობის შედეგად  შექმნილი მასალების   შენახვა.
 აქტივობა 7.   შეფასება
ა) საერთო მიზნის მისაღწევად საჭირო კომპრომისისათვის მზადყოფნისა და  მოქნილობის დემონსტრირება.
 ბ) ჯგუფებში ეფექტიანი მუშაობის უნარი.
 გ)ურთიერთთამამშრომლობის  და სხვისი აზრის პატივისცემის უნარი.
 დ)ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წიგნიერება და  გამოყენების უნარი.
აქტივობა 8.  შეჯამება
აქტივობა 9.   მასწავლებელი შეაჯამებს  პროექტის შესრულებას და შეავსებს ანგარიშს პროექტზე კლასის მუშაობის შესახებ.
აქტივობა 10.  მომდევნო პროექტის დაგეგმვა.   
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :
   მათემატიკა, ისტ.
11.პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი):
  თამარ ლაფერაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
  tamrikolaferashvili@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
  matematikuriblogi2018.blogspot.com
14. პროექტის განხორციელების გეგმა

პრეზენტაცია